თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა
23/11/2022 09:49:28 მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულია 68 პირი.
თურქული მედიის ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი მიწისძვრის დროს სახლიდან გარბოდა, რა დროსაც დაეცა და თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას რეგიონში 96 ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველზე ძლიერი 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
რეგიონში 10 მობილური საბაზო სადგური, 10 ათასი საბანი, საერთო დანიშნულების და საოჯახო საცხოვრებელი კარვები გაიგზავნა. თურქეთში, დუზჯეს პროვინციაში 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა დუზჯეს მეზობელ რეგიონებშიც იგრძნობოდა.


