Accentnews.ge
თურქეთი ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ იუწყება

თურქეთი ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ იუწყება

23/11/2022 09:19:13 მსოფლიო

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მოქმედი ქურთების შეიარაღებული ფორმირების 471 სამიზნეზე იერიში მიიტანა,– განაცხადა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ანკარაში შეიარაღებული ძალების ოპერატიულ შტაბში ვიზიტისას. მას თან ახლდა გენერალური შტაბის უფროსი იაშარ გულერი და სახმელეთო ჯარების სარდალი მუსა ავსევერა.

როგორც იუწყებიან, საჰაერო დარტყმების შედეგად მოძრაობის

სირიული ფრთის მინიმუმ, 254 წევრი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ჰულუსი აკარმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა შეხვედრა ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში დისლოცირებული ქვედანაყოფების მეთაურებთან.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები კუთხეში არიან მიმწყვდეული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S