Accentnews.ge
ვირჯინიის შტატში, სუპერმარკეტში სროლისას ათი ადამიანი დაიღუპა

ვირჯინიის შტატში, სუპერმარკეტში სროლისას ათი ადამიანი დაიღუპა

23/11/2022 08:31:16 მსოფლიო

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლისას ათი ადამიანი დაიღუპა.

თავდამსხმელი სავარაუდოდ, სუპერმარკეტის მენეჯერი იყო. მან კლიენტებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინციდენტი ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩესაპიკში მოხდა. სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S