რუსეთი საინფორმაციო ველს ამზადებს საკუთარ რეგიონზე თავდასხმისთვის – ISW
23/11/2022 07:53:49 მსოფლიო
როგორც ჩანს, კრემლი ამზადებს საინფორმაციო ველს ბელგოროდის რეგიონზე „ყალბი დროშის“ ქვეშ თავდასხმისთვის სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდის მიზნით, – წერს ომის შემსაწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ანგარიშში.
„კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს ჰიპოთეზის განვითარება, რომ უკრაინული ჯარები ბელგოროდის რეგიონში შეჭრას ცდილობდნენ და სხვა რუსული წყაროები აღნიშნავდნენ, რომ რუსულ ჯარებს სჭირდებოდათ კონტროლის აღდგენა ხარკოვის ოლქის კუპიანსკზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ უკრაინის თავდასხმის საფრთხე.ეს განცხადებები დიდი ხანია, ცირკულირებს სამხედრო ბლოგერების საზოგადოებაში, რომლებიც აკრიტიკებდნენ რუსეთის სამხედრო სარდლობას ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით – ვოლჩანსკში ბუფერული პოზიციების მიტოვების გამო რეგიონიდან სექტემბერში რუსეთის უკან დახევის შემდეგ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ISW დასძენს, რომ რუსების განცხადებები ბელგოროდის რეგიონზე "უკრაინის გარდაუვალი თავდასხმის" შესახებ აბსურდულია და მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ომისადმი მხარდაჭერის გაზრდას.
„უკრაინას რუსეთში შეჭრის არც სტრატეგიული ინტერესი და ამის ამ მასშტაბით გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით გამარჯვების შემდეგ, უკრაინის ჯარები აგრძელებენ ლუგანსკის ოლქის დასავლეთით ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს „უაზრო სპეკულაციები უკრაინული ფანტასტიკური შეჭრის შესახებ“ რუსეთში შესაძლოა, ასევე იყოს კრემლის ძალისხმევის ნაწილი, რუსეთში ომის მომხრე ნაციონალისტური საზოგადოების დასამშვიდებლად.
„რუსი სამხედრო ბლოგერები არაერთმნიშვნელოვნად ადანაშაულებდნენ კრემლს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უუნარობაში, დაიცვან რუსეთი, მათ შორის, ახლად ანექსირებული ტერიტორიები. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი კვლავ შეძლებს ხარკოვის რეგიონის დაკავებას, როგორც ამას ნაციონალისტი მოითხოვენ“, - აღნიშნეს მკვლევარებმა.
ამავდროულად, მათი დაკვირვებით, მობილიზაციისა და სამხედრო წარუმატებლობის გამო მცირდება „უაზრო რუსული შეჭრის“ მიმართ მხარდაჭერა სასაზღვრო რეგიონებში და ქვეყნის დანარჩენ მაცხოვრებლებში.
ერთი დღით ადრე „მედუზამ“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებულმა დახურულმა გამოკითხვებმა მოსახლეობაში ომისგან გადაღლა და პესიმიზმი აჩვენა.


