Accentnews.ge
„ვაგნერის“ ორმაგი მკვლელობისთვის გასამართლებულ მებრძოლს ორდენი და მეთაურის წოდება მისცეს

„ვაგნერის“ ორმაგი მკვლელობისთვის გასამართლებულ მებრძოლს ორდენი და მეთაურის წოდება მისცეს

23/11/2022 06:49:14 მსოფლიო

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის მებრძოლმა“ კონსტანტინე კისელევმა, რომელიც გასამართლებული იყო ორმაგი მკვლელობისთვის, მიიღო ორდენი მამაცობისთვის და მეთაურის წოდება, – იუწყება რუსული გამოცემა "Важные истории" მარი ელის მე-6 კოლონიასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით, სადაც კისელევი იხდიდა სასჯელს.

გამოცემის ცნობით, ორდენი კისელევს პირადად გადასცა „ვაგნერის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სპონსორმა, პეტერბურგელმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.

მანამდე მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახავს ხსენებულ კოლონიაში პრიგოჟინის ვიზიტს და პატიმრების გადაბირების მცდელბას. სწორედ მაშინ, სექტემბრის პირველ ნახევარში მოაწერა ხელი კისელევმა კონტაქტს „ვაგნერთან“. მოგვიანებით, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების ზონაში რომ აღმოჩნდა, მან მეუღლეს უთხრა, რომ მისი ჯგუფის 15 წევრიდან მხოლოდ თავად დარჩა ცოცხალი.

2017 წლის სექტემბერში კონსტანტინე კისელევს მკვლელობისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით 9,5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქმის მასალების მიხედვით, 2016 წელს ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მეგობართან და კონფლიქტის დროს დანით მინიმუმ, 29 ჭრილობა მიაყენა, ასევე „უნებლიედ“ დაახრჩო მოკლულის მეგობარი ქალი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ანალოგიური ორდენით ყოფილი პოლიციელის დაჯილდოების შესახებ, რომელსაც ასევე ორმაგი მკვლელობისთვის მრავალწლიანი სასჯელი ჰქონდა განსაზღვრული. არსებული ცნობებით, კაცმა მანქანას, რომლითაც მეუღლე მამასთან ერთად გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მამა კლინიკაში გადაყვანისას, თუმცა სიკვდილამდე თავდამსხმელის ვინაობის დასახელება მოასწრო, რომელიც მოქმედი პოლიციელი აღმოჩნდა. პოლიციელი სასჯელისგან თავის დაძვრენას ჯერ კავშირების, შემდეგ ფსიქიკური მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა, მაგრამ როგორც ჟურნალისტები ყვებიან, ეს ვერ შეძლო, რადგან საქმეს ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავდა.

გაზაფხულზე, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, „ვაგნერმა“ დაიწყო რუსეთის კოლონიებიდან პატიმრების გადაბირება ომში გაგზავნის მიზნით. მსჯავრდებულები, რომლებიც თანახმა არიან, მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში, უნდა დარჩნენ ფრონტის ხაზზე ექვსი თვის განმავლობაში, მათ ეკრძალებათ უკან დახევა და დანებება. სხვა შემთხვევაში, ჰპირდებიან სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას. ვინც გადარჩება, სასჯელისგან გათავისუფლებას ჰპირდებიან. „ვაგნერმა“ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 20 000–მდე პატიმარი დაიქირავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S