თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
23/11/2022 06:00:35 მსოფლიო
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა.
თურქეთის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დღეს, დილიდან 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რეგიონში გათიშულია ელექტროენერგია.
ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


