Accentnews.ge
აშშ უკრაინას პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში 4.5 მლრდ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში 4.5 მლრდ დოლარს გამოუყოფს

22/11/2022 18:03:40 მსოფლიო

აშშ უკრაინას პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში 4.5 მლრდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჯენეტ იელენის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც იელენი აღნიშნავს, თანხის გადარიცხა უკრაინაში უახლოეს კვირებში დაიწყება.

"ეს დახმარება უკრაინას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირების, საავადმყოფოების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მთავრობის ხელფასების გადახდის უზრუნველყოფაში დაეხმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტრანში გრანტის სახით გაიცა. იელენმა სხვა დონორებს მოუწოდა, გაზარდონ და დააჩქარონ უკრაინის დახმარება.

აღნიშნული თანხის გამოყოფით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი გრანტების მოცულობა 13 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S