თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს
22/11/2022 15:27:36 მსოფლიო
თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს მებრძოლებს.
„ჩვენ რამდენიმე დღეა, თვითმფრინავებითა და იარაღით ვუტევთ ტერორისტებს. ჩვენ ამოვძირკვავთ მათ, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთმა საჰაერო ოპერაცია სირიის ქალაქების – თალ რიფათისა და ქობანის სიახლოვეს კვირას დაიწყო და ავიადარტყმები განახორციელა ქურთი მებრძოლების ბაზებზე. ანკარა მათ პასუხისმგებლობას აკისრებს 13 ნოემბერს სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.


