Accentnews.ge
რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

22/11/2022 14:46:05 საზოგადოება

რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში 40 მდე სხვადასხვა ბიზნეს - სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ 800 -მდე ვაკანსიას გაცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ღონისძიება, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ასევე პროექტის “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთ სივრცეში ერთიანდებიან. დასაქმების ფორუმები გრძელდება, შემდეგი ფორუმი 29 ნოემბერს - თბილისში, 9 დეკემბერს კი გორში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S