Accentnews.ge
უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 2,5 მლრდ ევროს მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 2,5 მლრდ ევროს მიიღებს

22/11/2022 14:16:52 მსოფლიო

უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 2,5 მლრდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკომისია გასცემს დამატებით 2.5 მილიარდ ევროს უკრაინისთვის. ჩვენ ვგეგმავთ 2023 წლისთვის, 18 მილიარდი ევროს ეტაპობრივ გაცემას, დაუყოვნებლივი რემონტისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციამდე მიგვიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

ლაიენს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვალდიმირ ზელენსკი. როგორც მან განაცხადა, "აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინის სტაბილურობისთვის ამ რთული ზამთრის დროს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S