
უიტნი ჰიუსტონის წარმომადგენლები ჰოლოგრამის საშუალებით მომღერლის ტურნეს გამართვას გეგმავენ
21/05/2019 14:47:26 სხვა, ეს საინტერესოა
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის უიტნი ჰიუსტონის წარმომადგენლები ჰოლოგრამის საშუალებით მომღერლის ტურნეს გამართვას გეგმავენ, – იუწყება CNN.
როგორც უიტნის წარმომადგენელმა, მისმა ყოფილმა მენეჯერმა და რძალმა, პეტ ჰიუსტონმა განაცხადა, შესაძლოა, მომღერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიუზიკლიც დაიდგას.
ჰიუსტონი 1963 წელს ნიუჯერსის შტატის ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა. მან მუსიკალური კარიერა 11 წლიდან დაიწყო.
რეკორდების წიგნში ჰიუსტონი შევიდა, როგორც გრემის ექვსჯერ, ემის ორჯერ, პრემია Billboard-ის 30-ჯერ, Music Awards-ის 22-ჯერ მფლობელი.
უიტნი ჰიუსტონი, 2012 წლის 11 თებერვალს ბევერლი ჰილზიში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებისა (რომელსაც ექიმის რეცეპტით იღებდა) და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ მომღერლის გაგუდვა გამოიწვია.