Accentnews.ge
ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე ურანის 60%-ით გამდიდრების პროცესი დაიწყო

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე ურანის 60%-ით გამდიდრების პროცესი დაიწყო

22/11/2022 14:06:04 მსოფლიო

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე ურანის 60%-ით გამდიდრების პროცესი დაიწყო, – იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

თუმცა ირანული მედია არ აკონკრეტებს უკვე რა რაოდენობით ურანი გაამდიდრეს ფორდოში.

როგორც ნახევრად სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, ფორდოში ირანმა ასევე დაიწყო პირველი თაობის IR-1 ცენტრიფუგების შეცვლა უფრო თანამედროვე IR-6 ცენტრიფუგებით, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მომავალში ურანის გამდიდრების პროცესს.

21 ნოემბერს კი გაეროს უწყებამ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) თეირანს მოუწოდა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ურანის კვალთან დაკავშირებით, რომელიც ირანის სამ არადეკლარირებულ ობიექტზე აღმოჩნდა.

თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S