ბლინკენი FIFA–ს აკრიტიკებს
22/11/2022 13:53:09 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა FIFA გააკრიტიკა.
საქმე ეხება ორგანიზაციის განცხადებას, რომლის თანახმად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუ ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ.
„ყოველთვის შემაშფოთებელია, როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით", – განაცხადა ბლინკენმა კატარში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
ორშაბათს არც ერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურები One Love („ერთი სიყვარული“), თუმცა შვიდმა ევროპულმა გუნდმა განაცხადა ჩემპიონატის წინ, რომ ამის გაკეთებას გეგმავენ.


