ზელენსკი: "უკრაინა ყოველთვის მადლიერი იქნება ყველასი, ვინც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის"
22/11/2022 13:05:20 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "კიევი ყოველთვის მადლიერი იქნება ყველასი, ვინც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის"
"უკრაინა ყოველთვის მადლიერი იქნება ყველასი, ვინც იბრძვის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ყველასი, ვინც მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის, ყველას, ვინც პროფესიონალი ჯარისკაცი არაა, მაგრამ აქვს თავისი გამარჯვება ოკუპანტებზე და ყველასი, ვინც იცავს თავისუფლებას ჩვენთან ერთად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საერთო ძალა და გამძლეობა, რათა მივაღწიოთ მთავარ მიზანს - უკრაინის მთელი ტერიტორიის და მთელი ჩვენი ხალხის განთავისუფლებას", – განაცხადა ზელენსკიმ.
მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, უკრაინელთა მხარდამხარ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ქართველები იბრძვიან. ომში თებერვლიდან დღემდე 24 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.


