შეშფოთების ფონზე, ირანის სახელმწიფო ტელევიზია ფორდოში ურანის 60%–მდე გამდიდრების დაწყების შესახებ იტყობინება
22/11/2022 10:48:42 მსოფლიო
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ იტყობინება, რომ ქვეყანამ დაიწყო ურანის 60%–მდე გამდიდრება ფორდოს ბირთვულ ობიექტზე.
სატელევიზიო ქსელმა SNN-მა ეს სიახლე გამოაცხადა 22 ნოემბერს, ერთი დღის შემდეგ, რაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა თეირანს ითანამშრომლოს IAEA-ს გამოძიებასთან სამ არადეკლარებულ ადგილზე აღმოჩენილი ურანის კვალზე.
Reuters-ის ცნობით, ირანი უკვე ამდიდრებს ურანს 60%-მდე მის სხვა ობიექტებში, რაც გაცილებით დაბალია იარაღის წარმოებისთვის საჭირო დაახლოებით 90%-ზე, მაგრამ მეტია 20%-ზე, რამდენსაც ის აწარმოებდა გამდიდრების შეზღუდვის შესახებ დიდ სახელმწიფოებთან 2015 წლის შეთანხმებამდე.
სექტემბერში IAEA-მ განაცხადა, რომ ირანმა გაზარდა ურანის მარაგი იმ დონემდე, რომ მას მხოლოდ ერთი მოკლე ტექნიკური ნაბიჯით აშორებდა იარაღის წარმოებამდე.
ივნისში IAEA-მ დაგმო ირანი 2019 წელს სამ არადეკლარირებულ ადგილზე აღმოჩენილი ურანის კვალის გამო. ირანმა უარყო სააგენტოს განცხადება, როგორც "პოლიტიზებული" და მთავარ ობიექტებზე სათვალთვალო კამერების მოხსნით უპასუხა, რითაც ბირთვული შეთანხმების მომლაპარაკებელებს ჩამოართვეს უახლესი ინფორმაცია ქვეყნის ურანის გამდიდრების პროგრამის შესახებ.


