ინდონეზიაში დამანგრეველ მიწისძვრას სულ მცირე, 252 ადამიანი ემსხვერპლა
22/11/2022 10:05:44 მსოფლიო
სულ მცირე, 252 ადამიანი დაიღუპა და 377 დაშავდა ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 31 ადამიანი. 7 ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.
21 ნოემბერს მომხდარი 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციის ქალაქ ჩიანჯურში მდებარეობდა. ეპიცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია 700-ზე მეტი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია, რადგან მიწისძვრის დროს სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.


