Accentnews.ge
რუსეთის გენშტაბის პოლკოვნიკი დააკავეს

რუსეთის გენშტაბის პოლკოვნიკი დააკავეს

22/11/2022 09:55:35 მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკi ივან მერტვიშჩევი ქრთამის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მერტვიშჩოვმა მოსკოვის სამხედრო კომისარს სარეცხი მანქანა გამოსძალა, – იუწყება ბრალდების მხარე.

ოფიციალური ვერსიით, საშემოდგომო გაწვევის კამპანიის დაწყების შემდეგ, მერტვიშჩევი, რომელიც პასუხისმგებელი იყო რუსეთის ჯარში გაწვევის პროცესზე, გეგმავდა მოსკოვის რამენსკის რაიონის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის შემოწმებას. შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე მერტვიშჩოვმა დაურეკა სამხედრო კომისარს რამენოკს და განაცხადა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში წვევამდელების დაკომპლექტება ცუდად მიმდინარეობდა და რომ ის "აუცილებლად იპოვის რაიმე საჩივარს", თუნდაც ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო დოკუმენტურად. შემოწმების უარყოფით შედეგებს კი გავლენა ექნებოდა კომისრის კარიერაზე.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა ასევე თქვა, რომ პრობლემას მოაგვარებს მინიმუმ, 70 000 რუბლის ღირებულების სარეცხი მანქანა დასჭირდებოდა. სამხედრო კომისარი რამენოკი მოჩვენებითად დათანხმდა ქრთამის გადახდას და მიმართა რუსეთის ფედერაციის ФСБ-ს, რომლის თანამშრომლებმაც ქრთამის თაობაზე მოლაპარაკებები კონტროლზე აიყვანეს.

სარეცხი მანქანის მიღებისთანავე მერტვიშჩევი დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S