Accentnews.ge
"სტრატეგიული გამოწვევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის": ბრიტანული დაზვერვა ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრობს

"სტრატეგიული გამოწვევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის": ბრიტანული დაზვერვა ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრობს

22/11/2022 08:49:00 მსოფლიო

რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში ნავთობის ტერმინალზე თავდასხმა, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ბაზაა განთავსებული, მიუთითებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალ გამოწვევაზე, – იუწყება ბრიტანულმა დაზვერვა 22 ნოემბრის ანგარშში.

"შავი ზღვის ფლოტმა თავისი წყალქვეშა ოპერაციები გადაიტანა ნოვოროსიისკში მას შემდეგ, რაც ზაფხულში უკრაინამ დაარტყა მათ ბაზას სევასტოპოლში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთის სარდლობა, მაღალი ალბათობით, შეშფოთებულია ნოვოროსიისკში ბაზირებული სადესანტო ხომალდების წინააღმდეგ საფრთხეებით. ეს გემები შედარებით დაუცველები არიან გამცილებლების გარეშე და უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უკრაინაში რუსული ძალებისთვის მიწოდების კუთხით ოქტომბერში ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც უწყება აღნიშნავს, „ინციდენტის სრული დეტალები ჯერ უცნობია. თუმცა, უკრაინის მხრიდან ნოვოროსიისკის მიმართ მუქარის ნებისმიერი დემონსტრირება, სავარაუდოდ, შემდგომი სტრატეგიული გამოწვევა გახდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის. ასევე, ეს კიდევ უფრო უთხრის ძირს რუსეთის ისედაც შემცირებულ საზღვაო გავლენას შავ ზღვაზე".

მანამდე რუსული მედია იტყობინებოდა, რომ ტერმინალში აფეთქება, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 17 ან 18 ნოემბრის ღამით, უკრაინული უპილოტო საზღვაო აპარატის მიერ დარტყმის შედეგად მოხდა. რუსეთის ხელისუფლებას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაცია უარყო ტერმინალის მფლობელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. არც უკრაინულ მხარეს გაუკეთებია კომენტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S