კიევ-პეჩორის ლავრაში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" მიმდინარეობს
22/11/2022 07:55:00 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომლის თანახმად, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
მისი ცნობით, ლავრაში ტარდება "კონტრდაზვერვით ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, "რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში".
"ღონისძიებები ტარდება, რათა არ დავუშვათ ლავრის გამოყენება რუსული სამყაროს ცენტრად და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვევრო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად", – აცხადებენ უწყებაში.


