Accentnews.ge
პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო გაასაჩივრებს ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „გაზპრომს“ მის მიერ დაწესებული ჯარიმები გააუქმა

პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო გაასაჩივრებს ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „გაზპრომს“ მის მიერ დაწესებული ჯარიმები გააუქმა

22/11/2022 07:29:38 მსოფლიო

პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო "კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო" (UOKiK) აცხადებს, რომ გაასაჩივრებს პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსულ კომპანია „გაზპრომს“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ კიდევ ხუთ კომპანიას მის მიერ დაწესებული ჯარიმები გააუქმა.

”ჩვენ გაოცებულნი დავრჩით სასამართლოს გადაწყვეტილებით", - განაცხადა UOKiK-ს ხელმძღვანელმა ტომაშ კროსტნიმ.

"გაზპრომის" და ხუთი სხვა კომპანიის წინააღმდეგ ("Engie Energy", "Uniper", "OMV", "Shell"–ისა და Wintershall–ის) წინააღმდეგ სამართალწარმოება 2018 წლის მაისში დაიწყო.

UOKiK–მა 2020 წელს „გაზპრომი“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ვარშავის ნებართვის გარეშე მშენებლობისთვის 29 მილიარდი ზლოტით (6.2 მილიარდი დოლარით) დააჯარიმა, ხოლო ხსენებული 5 კომპანია ჯამში – 234 მილიონი ზლოტით (50 მილიონი ევრო).

როგორც UOKiK აცხადებს, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

პოლონეთი აქტიურად ეწინაღმდეგებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს და არ გამორიცხავდა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს ევროპულ ქვეყნებზე გავლენისთვის გამოიყენებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S