Accentnews.ge
ზელენსკი კიდევ ერთხელ სთხოვს უკრაინელებს, შეზღუდონ ელექტროენერგიის მოხმარება

ზელენსკი კიდევ ერთხელ სთხოვს უკრაინელებს, შეზღუდონ ელექტროენერგიის მოხმარება

22/11/2022 07:22:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ სთხოვს ბიზნესსა და რიგით უკრაინელებს, განაგრძონ ელექტროენერგიის დაზოგვა, რადგან 21 ნოემბერს ენერგეტიკოსებს კვლავ მოუწიათ ელექტროენერგიის არაგეგმიური შეწყვეტა უკრაინის რიგ რეგიონებში.

მისი განცხადებით, არაგეგმიური გამორთვა გამოწვეული იყო მოხმარების უფრო მაღალი დონით, ვიდრე ამ დროისთვის ქვეყანას შეუძლია:

"მინდა მივმართოთ რეგიონული ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემის ყველა წარმომადგენელს: გთხოვთ, არ შეწყვიტოთ ელექტროენერგიის რაციონალური მოხმარების შესახებ კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ენერგეტიკის მუშაკები, კომუნალური მომსახურების მუშაკები, მაშველები და ყველა მონაწილე მაქსიმალურად მუშაობს. მაგრამ რუსი ტერორისტების თავდასხმების შედეგად ჩვენი ენერგეტიკის სფეროს სისტემური ზიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე და ბიზნესი ძალიან ეკონომიური უნდა იყოს და მოხმარების განაწილება უნდა მოხდეს დღის საათების მიხედვით".

მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კიევის, ვინიცას, სუმის, ტერნოპოლის, ჩერკასის, ოდესის რაიონებში და ზოგიერთ სხვა დასახლებაშიც.

ცნობისთვის: ოქტომბერსა და ნოემბერში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს არაერთი მასირებული შეტევა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ენერგოსისტემის დაახლოებით 50% მწყობრიდანაა გამოსული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S