Accentnews.ge
კლუგე კიევს ეწვია: "ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლის ზამთარი"

კლუგე კიევს ეწვია: "ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლის ზამთარი"

22/11/2022 07:15:19 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ეს ზამთარი საფრთხეს უქმნის მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს.

"ომის ფონზე შექმნილი ენერგოკრიზისი, რთული ვითარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ვირუსული ინფექციების რისკი ამ ზამთარს აქცევს სერიოზულ გამოწვევად უკრაინელებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლის ზამთარი", – განაცხადა კლუგემ კიევში ვიზიტისას.

მისი თქმით, იმის გამო, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დანგრეული ან დაზიანებულია, მილიონობით უკრაინელი და ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები დადგნენ ელექტროენერგიით, გათბობით და წყლით უზრუნველყოფის მწვავე პრობლემების წინაშე მაშინ, როცა არსებული პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, -20 გრადუსამდეც დაეცეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, ამ ზამთარს უკეთესი პირობების ძიებაში უკრაინას კიდევ 2-3 მილიონი ადამიანი დატოვებს.

ჰანს კლუგეს თქმით, კიევში მისი ჩასვლა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას იმ სიტუაციისადმი, რომელიც დღეს უკრაინაშია და ქვეყნის მთავრობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარების შეთავაზებას.

ოქტომბერსა და ნოემბერში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს არაერთი მასირებული შეტევა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ენერგოსისტემის დაახლოებით 50% მწყობრიდანაა გამოსული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S