Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

22/11/2022 06:50:53 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ცეცხლსასროლი იარაღის და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით უტევენ ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებს. საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ სტრელკოვოეში მდებარე დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე დაკავებული ჰყავთ უკრაინის მოქალაქეები და მათ აწამებენ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S