ოსტინი: "უკრაინელები ზამთარში საბრძოლველად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები"
22/11/2022 06:30:17 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოწოდებულია, უკრაინას მიაწოდოს საჭირო აღჭურვილობა და იარაღი ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად, რათა უკრაინამ შეძლოს, დაიბრუნოს ყველა სუვერენული ტერიტორია.
„ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი წარმატება ბრძოლის ველზე და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით მოვამზადოთ უკრაინელები ზამთრის პირობებისთვის და მივცეთ მათ შესაძლებლობა, განახორციელონ ზეწოლა მოწინააღმდეგეებზე ზამთრის ცივი თვეების დროს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, "უკრაინელები ზამთრში საბრძოლველად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები".
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.


