თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა
21/11/2022 19:45:44 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ნოემბერს შვედეთის ელჩი სტაფან ჰერსტრომი დაიბარა, – ამის შესახებ თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებია.
მათი ცნობით, ელჩთან გააპროტესტეს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინააღმდეგ „განხორციელებულ პროვოკაცია“.
მედია წერს, რომ მანამდე თურქეთის მიერ ტერორისტულად გამოცხადებულმა ჯგუფის წევრებმა, დიპლომატიური მისიის შენობის კედელზე „პროპაგანდისტული და თურქეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს“.
თურქეთმა ქმედების დაგმობა, ინციდენტის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ „საჭირო ზომების“ გატარება მოითხოვა.
„ელჩს განუცხადეს, რომ თურქული მხარე ასევე ელოდება შვედეთისგან კონკრეტულ ნაბიჯებს თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის სამმხრივ მემორანდუმში გათვალისწინებული ვალდებულებების კონტექსტში“,– წერს მედია.
თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ივნისში, რათა გზა გაეხსნათ ორ ქვეყანას ტერორიზმთან და იარაღის ექსპორტთან მიმართებით თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მუშაობაზე. ნატო-ს ახალი წევრების მიღებისთვის ჯერ მხარდაჭერა თურქეთს და უნგრეთს არ გამოუცხადებია.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას გაყინავს, თუ სკანდინავიური ქვეყნები წინა თვეში მიცემულ დაპირებებს ტერორიზმთან დაკავშირებით არ შეასრულებენ.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, შვედეთი ამ დროისთვის „კარგ იმიჯს არ ავლენს“.
თურქეთი შვედეთისგან მათ შორის 73 პირის ექსტრადირებას ელის. ანკარა "ტერორისტების" ექსტრადირებას მოითხოვს ფინეთისგანაც.


