თურქეთში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
21/11/2022 18:42:53 მსოფლიო
სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კარკამიშზე განხორციელებული სარეკეტო დარტყმის შედეგად, - იუწყება ადგილობრივი გამოცემა "Daily Sabah" ქვეყნის შს მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, დარტყმების ზონაში მოექცა სკოლა, ორი საცხოვრებელი სახლი და სატბირთო მანქანა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ხუთი რაკეტა სირიის ჩრდილოეთიდან "ქურთების კუშათა პარტიის" მებრძოლების მიერ იქნა გაშვებული.
ცნობისთვის: გამთენიისას თურქულმა სამხედრო ავიაციამ რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელა ერაყისა და სირიის ჩრდილოეთ რაიონებზე, სადაც ქურთების შეიარაღებული ოპოზიციის რაზმებია დისლოცირებული. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ოპერაციას გაერო-ს წესდების 51-მუხლის (თავდაცვის უფლება) შესაბამისად ატარებდა". დარტყმების შედეგად, უწყების ცნობით, ჯამში 89 სამიზნე განადგურდა.


