Accentnews.ge
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ერაყში ირანელი ქურთების ჯგუფებს გაუხსნა ცეცხლი

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ერაყში ირანელი ქურთების ჯგუფებს გაუხსნა ცეცხლი

21/11/2022 18:41:28 მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ცეცხლი გაუხსნა ირანელი ქურთების ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში არიან მოქმედებენ. თეირანი მათ ბრალს სდებს ირანში მღელვარების გამოწვევაში.

განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. იერიში მიტანილ იქნა ირანთან დაპირისპირებული ქურთების პარტიების ოფისებზე, მათ შორის ირანის ქურთისტანის კომალას პარტიის შტაბ-ბინაზე და ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერების ოფისზე.

ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმას ემსხვერპლა ერაყში გადახვეწილი ირანელი ქურთების ჯგუფის წევრი მოჰამედ ნაზიფ ყადერი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასირ კანაანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი მოქმედებდა "თავისი კანონიერი უფლებების საფუძველზე, თავისი საზღვრების და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S