Accentnews.ge
"ორი არჩევანი გაქვს": ნავალნი კოლონიას უჩივის, რადგან საზამთრო ფეხსაცმელს არ აძლევენ

"ორი არჩევანი გაქვს": ნავალნი კოლონიას უჩივის, რადგან საზამთრო ფეხსაცმელს არ აძლევენ

21/11/2022 18:28:08 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ კოლონიის ადმინისტრაციას, სადაც ის ამჟამად იხდის სასჯელს, უჩივის, რადგან საზამთრო ფეხსაცმელს არ აძლევენ.

"არ მაჩლევენ და მორჩა. არადა მეისინი ნამდვილად მჭირდება. მთელი ზონა უკვე რამდენიმე კვირაა, საზამთრო სამოსზეა გადასული და ჩემი მავნე ციხის მცველები თავხედურად არ მაძლევენ საზამთრო ჩექმებს", - იტყობინება ნავალნი.

მისი თქმით, გასასეირნებელი ადგილი საკანზე მცირე ზომის და ყინულით დაფარული ბეტონია:

"შეეცადე, იარო შემოდგომის ჩექმებით. მაგრამ უნდა იარო. ეს მხოლოდ ერთდადერთი საათნახევარია სუფთა ჰაერზე წვდომის. ზამთრის ჩექმებს არ მოგცემენ. ამდენად, ან არ უნდა გახვიდე სასეირნოდ (და იტანჯო), ან გახვალ და ავად გახდები (რაც უკვე მოხდა ჩემთან)“ - დასძინა ნავალნიმ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მათ დღეში სამჯერ აძლევენ ცხელ წყალს - საუზმეზე, ლანჩზე და ვახშამზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S