
პესკოვი: "უკრაინის საკითხზე მომუშავე „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის სამზადისი შეჩერებულია"
22/10/2019 10:33:09 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მომუშავე „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის სამზადისი შეჩერებულია.
„სამიტის მომზადება არ შეიძლება, მიმდინარეობდეს იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნები მუდმივად იცვლება”,- განაცხადა პესკოვმა, თუმცა რომელ მხარეს გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.