Accentnews.ge
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა – ჩერნევი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა – ჩერნევი

21/11/2022 17:01:30 მსოფლიო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა,– იუწყება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ეგორ ჩერნევი სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით.

შესაბამისი რეზოლუცია გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს.

პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის, დაგმოს არა მხოლოდ ომის მონაწილე უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რეზოლუციაში გათვალისწინებული იყო უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდის სურვილი; უკრაინის სახელმწიფოს ნატო-ში შესვლისთვის კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება; რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების შეგროვების მექანიზმის შექმნა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანისთვის.

მისივე ცნობით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება, ხოლო დელეგატებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის არმია ცალსახად გააძლიერებს ნატო-ს, ამიტომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია.

დეპუტატი რეზოლუციას მნიშვნელოვან პოლიტიკური ნაბიჯად აფასებს, რომელიც, მისი ხედვით, ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინის პოზიცია, როგორიც არის ტრიბუნალის შექმნა, რეპარაციების გადახდა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება, თანდათან ხდება მეინსტრიმი უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმებზე. არ გვაქვს ხანდაზმულობის ვადა და აგრესიის დანაშაულისთვის სასჯელი გარდაუვალი იქნება, ამას აუცილებლად მივაღწევთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S