ჯიმ რიში: „ამ ომის დროს პუტინი ორ რამეს ვერ გაბედავს“
21/11/2022 15:44:23 მსოფლიო
ამერიკელი სენატორის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ატომურში გადაზრდა ნაკლებად სავარაუდოა, ვერ გაბედავს რა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებას.
სენატორი იზიარებს შეფასებას, რომ თავად ფაქტი ბირთვული იარაღის არსებობისა, უკვე ქმნის მისი გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ მისი ხედვით, ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა.
„ვთვლი, რომ ამ ომის დროს პუტინი არ გააკეთებს ორ რამეს: პირველი, ის ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას. მეორე – ის ვერ გაბედავს თავდასხმას ნატოს წევრ ქვეყნებზე. მას მიაჩნია, რომ თუ თავს დაესხმება რომელიმე ქვეყანას. ის აცნობიერებს, რომ თუ რომელიმე მოკავშირე სახელმწიფოს თავს დაესხმება, 30 წევრის (მალე 32–ის) სახელმწიფოს პასუხს მიიღებს. ნამდვილად გვჯერა, რომ თავდასხმა ერთ ჩვენგანზე, ყველა ჩვენგანზე თავდასხმას ნიშნავს. რაც შეეხება ატომურ იარაღს, გარანტია ისაა, რომ ის მსოფლიოს ყურადღებას გადაიტანს მათგან. რადგან ბირთვული ჰოლოკოსტი არის ცნობიერის მიღმაა“,– განაცხადა მან უკრაინულ მედიასთან.
მისი აზრით, ამის წინააღმდეგ ერთ-ერთი გარანტია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი იძულებული იქნება, აირჩიოს საბოლოო უკან დახევას და ან მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას შორის, უნდა იყოს მისთვის ომიდან „გასასვლელი წერილების“ შექმნა.
„ვხედავთ, რომ პუტინის ავტორიტეტი რუსეთში ყოველდღიურად ეცემა. ამიტომ, მას თავად სჭირდება გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს, დაასრულოს ომი და ამავდროულად, უკრაინის მთელ ტერიტორიას უკრაინელების კონტროლის ქვეშ მოექცეს“,– თქვა სენატორმა.
მან განმარტა, რომ არ გულისხმობდა რაიმე სახის ტერიტორიულ დათმობას აგრესორისთვის, მაგალითად, ყირის, თუმცა, რუსეთის უკან დახევა ნახევარკუნძულიდან აშკარად იქნება სიგნალი რუსული საზოგადოებისთვის, რომ პუტინმა წააგო ომი.
„ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხია - რას უნდა დათანხმდეს და რას არა. მაგრამ ასევე არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის მიხედვითაც, ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, დაიწყოს ომი მეორეს წინააღმდეგ ტერიტორიების მითვისების მიზნით. ამის დაშვება იქნება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის საფუძვლების დარღვევა... არ ვიცი, როგორ გეგმავს პუტინი ამ პრობლემის მოგვარებას.მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყირიმი უკრაინაა", - განაცხადა ჯიმ რიშმა.


