Accentnews.ge
ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს

ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს

21/11/2022 14:20:43 მსოფლიო

ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა არჩიეს არ ემღერათ თავიანთი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ მათი პირველი მატჩის წინ. ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ირანის ჰიმნი უკრავდა, ფეხბურთელები მდუმარედ იდგნენ. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ჟესტით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

ირანში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლმაც იფეთქა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის – მაჰსა ამინის სიკვდილმა. ხელისუფლება ძალის გამოყენებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S