Accentnews.ge
ერდოღანმა პუტინი სირიის ირგვლივ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

ერდოღანმა პუტინი სირიის ირგვლივ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

21/11/2022 14:09:12 მსოფლიო

რუსეთი 2019 წელს სირიის ირგვლივ მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც 2019 წელს სოჭში მასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე გაფორმდა.

"რუსებმა 2019 წელს აიღეს ვალდებულება, სირიის ჩრდილოეთი ტერორისტებისგან გაეწმინდათ. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთგზის შეხსენების მიუხედავად, მათ ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ" - ციტირებს ერდოღანს თურქული გამოცემა "Haberturk".

20 ნოემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთ რაიონებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. შეტევა, რომლის შედეგად სულ მცირე, 30 ადამიანი, მათ შორის სირიის არმიის 15-მდე მებრძოლი დაიღუპა, წარმოადგენდა პასუხს სტამბოლში თვითმკვლელობის გამოყენებით ჩადენილ ტერორისტულ აქტზე, რომლის ორგანიზებაშიც ანკარამ "ქურთების მუშათა პარტია" და ასევე სირიაში მოქმედი "დემოკრატიული ერთობის პარტია" დაადანაშაულა.

კიდევ ერთი თურქული გამოცემა - "Yeni afak" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიადარტყმები, რომლებმაც სირიასა და ერაყში 100-მდე ობიექტის განადგურება გამოიწვია, შესაძლოა, მზადებად იქცეს სრულფასოვანი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისთვის.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, იგი არ აპირებს, საქმის კურსში აყენოს პუტინი რაიმე მოქმედებების შესახებ სირიაში, საიდანაც რუსეთს მასობრივად გაჰყავდა ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკრაინაში.

"პუტინისთვის კარგადაა ცნობილი ჩვენი პოზიცია და ჩვენს მიერ ხსენებულ რეგიონში ნებისმიერ დროს დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა. თურქეთი თავად წყვეტს, რა ნაბიჯები გადადგას და როდის", — განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ "იგივე ეხება აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსაც".

"ამერიკელებმა მკაფიოდ უნდა იცოდნენ ამის შესახებ. ვფიქრობ, მათ ეს უკვე გააცნობიერეს. მალე ყველა მხარე მოწმე გახდება თურქეთის ახალი ნაბიჯების", — დასძინა ერდოღანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S