Accentnews.ge
ინდონეზიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 56 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 56 ადამიანი ემსხვერპლა

21/11/2022 13:26:17 მსოფლიო

ინდონეზიაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 56 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 400–ზე მეტი პირი.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეპიცენტრში - ჩიანჯურის ოლქში დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S