Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატს არ სჯერა, რომ ექს–პრეზიდენტმა მოწამლვასთან დაკავშირებით "პოსტი" თვითონ დაწერა

სააკაშვილის ადვოკატს არ სჯერა, რომ ექს–პრეზიდენტმა მოწამლვასთან დაკავშირებით "პოსტი" თვითონ დაწერა

21/11/2022 13:08:08 პოლიტიკა, საზოგადოება

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძე არ სჯერა, რომ ექს–პრეზიდენტმა მოწამლვასთან დაკავშირებით "პოსტი" თვითონ დაწერა.

მისი თქმით, სააკაშვილს "ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, "ფეისბუქზე" რაიმე "პოსტები" აქვეყნოს".

"თვეებია, ვაკეთებთ განცხადებას, რომ გაჩნდა ეჭვი, შესაძლებელია, მას ორგანიზმში ჰქონოდა გარკვეული მეტალები და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. კერძოდ, „ვივამედის“ ერთ-ერთი ექიმი 15 მაისს აღნიშნავს, რომ უნდა გადამოწმდეს ანალიზები და მას უნდა ჩაუტარდეს ტოქსიკოლოგიური კვლევები, ხომ არ არის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალი. ჩამოვიდა პასუხი, რომ მას აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, ამ ადამიანს საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ნივთიერებები და ა.შ. თუმცა არასდროს პირადად ჩემს მიერ არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა. მოწამვლა არის იურიდიული დეფინიცია, დანაშაული, თუმცა მინერალები მას შეიძლება, ჰქონდეს ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტის, ანუ უამრავ, 15, თუ 18 მედიკამენტს იღებს და წამლების ერთმანეთთან არასწორი. აღვნიშნეთ კიდეც, რამდენიმე ისეთი წამალი მიეწოდება, რომელიც ჩვენი აზრით, არ უნდა მიეწოდებოდეს", – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს სააკაშვილის ფეისბუქ–გვერდზე გავრცელდა შემდეგი განცხადება:

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“.

ცნობისთვის: 20 ნომებერს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია:

"ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“.

მანამდე, იგივე ეჭვი ექს–პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გამოთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S