Accentnews.ge
ოსტინი: "ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას 20 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ"

ოსტინი: "ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას 20 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ"

21/11/2022 12:39:11 მსოფლიო

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე ამერიკამ უკრაინას 20 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

"ჩვენ უკრაინას 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ. და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ოსტინის თქმით, უკრაინული არმიის ამოცანაა მიწების დეოკუპაცია, უკრაინის პარტნიორების კი მათი დახმარება.

20 ნოემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი საუკუნისთვის გადამწყვეტი იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკა ომში არ იქნება ჩართული და შეერთებული შტატები უკრაინას დაუჭერს მხარს.

ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ ნატო–ს ტერიტორიებს დაიცავს და ალიანსის თავდაცვას გააძლიერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S