Accentnews.ge
"NATO-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია"

"NATO-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია"

21/11/2022 11:38:06 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან – მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.

როგორც NATO–ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომელსაც სიკეთე მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S