
სეს-მა გლდანის ერთ-ერთ მაღაზიაში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინა
21/11/2022 09:18:23 საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "ლიდერის" ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინა.
როგორც სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, შპს "ლიდერს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა და იგი დაჯარიმდა.
დაწესებულება, სადაც ცხენისა და ხორცის პროდუქტები იქნა ნაპოვნი გლდანში, ა/მიკრორაიონის 48-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა.
"16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე", -აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.