
მედია – თელ-ავივის აეროპორტში დააკავეს ქართველები, რომლებიც ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ თავს
21/11/2022 09:13:36 საზოგადოება
თელ-ავივში, ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც თავს ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ, – იუწყება ებრაული მედია.
ინციდენტი 18 ნოემბრის საღამოს, შაბათის დადგომის შემდეგ მოხდა. საქართველოს მოქალაქეებს ისეთივე თავსაბურავები ეკეთათ, როგორც ორთოდოქს ებრაელ ქალებს და ტანსაცმელიც მათი მსგავსი ეცვათ. ისრაელის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა დაეჭვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ორთოდოქსი ებრაელები შაბათის დადგომის შემდეგ არ დაფრინავენ, რადგან ეს მათთვის რელიგიური წესის დარღვევაა.
საქართველოს ორივე მოქალაქე უკან, საქართველოში გამოაძევეს.