Accentnews.ge
Reuters – 45 ქვეყანა პარიზში იკრიბება, რათა მოლდოვას ზამთრის მოახლოებასთან ერთად დახმარება აღუთქვას

Reuters – 45 ქვეყანა პარიზში იკრიბება, რათა მოლდოვას ზამთრის მოახლოებასთან ერთად დახმარება აღუთქვას

21/11/2022 08:02:04 მსოფლიო

45 ქვეყანა და ინსტიტუტი პარიზში იკრიბება, სადაც მოლდოვასთვის მილიონობით ევროს დახმარებაზე იმსჯელებენ, –იუწყება Reuters.

მოლდოვაში, რომელიც მდებარეობს უკრაინასა და რუმინეთს შორის, საკვებსა და ენერგიაზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, გარდა ამისა, ქვეყანამ უკრაინიდან ათასობით ლტოლვილი მიიღო.

მოლდოვა რუსეთის ენერგომომარაგებაზე დიდწილადაა დამოკიდებული, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ქვეყანა დამატებით სირთულეებს აწყდება, იმის ფონზე, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდებას დაახლოებით 40%-ით წყვეტს, რის გამოც მოლდოვას ვერ შეძლებს, მიაწოდოს საკმარისი ელექტროენერგია მოსახლეობას.

დახმარება გამოყენებული იქნება მოლდოვას ბიუჯეტისა და ელექტროენერგიის მიწოდების მხარდასაჭერად, ასევე ათასობით უკრაინელი ლტოლვილის მასპინძლობის ხარჯებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S