Accentnews.ge
უკრაინელებმა ხერსონში ოკუპაციის დროს გადამალული დროშა პენტაგონის ხელმძღვანელს გადასცეს და მას თვითმფრინავები სთხოვეს

უკრაინელებმა ხერსონში ოკუპაციის დროს გადამალული დროშა პენტაგონის ხელმძღვანელს გადასცეს და მას თვითმფრინავები სთხოვეს

21/11/2022 07:57:34 მსოფლიო

უკრაინელმა აქტივისტებმა და სამხედროებმა კანადაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს გადასცეს დროშა, რომელიც ხერსონის ოკუპაციის დროს დამალული ჰქონდა. ამის შესახებ ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დარია კალენიუკმა განაცხადა, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უწევს ადვოკატირებას.

ლოიდ ოსტინი იყო ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე, სადაც სიტყვით გამოვიდა, ხოლო ფორუმის კულუარებში გადაეკვეთა უკრაილელებს (სამოქალაქო პირებისა და სამხედროებისგან შემდგარ ჯგუფს), რომლებიც ასევე იყვნენ მოწვეულნი ღონისძიებაზე.

"გვქონდა შესაძლებლობა, მოკლედ გვესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. გადავეცით დროშა. ეს დროშა ძალიან სიმბოლურია: უკრაინელმა ქალმა, რომელიც ცხოვრობდა ოკუპირებულ სოფელში, ხერსონის ოლქში, ის მოხსნა სოფლის ცენტრიდან, როდესაც დასახლებაში რუსები შევიდნენ. ის 8,5 თვის განმავლობაში, ვიდრე ოკუპაცია გრძელდებოდა, ინახავდა ამ დროშას, მალავდა და ამით სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა. როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ეს სოფელი, მან დროშა გადასცა ჩვენს დამცველებს, მათ კი ხელმოწერები დატოვეს. ამიტომაც, ის ძალიან ლამაზი და სიმბოლურია“, - დასძინა აქტივისტმა.

უფროს ლეიტენანტს იულია მიკიტენკოს, რომელიც იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში დაევალა, გადაეცა ეს დროშა პენტაგონის ხელმძღვანელისთვის.

მისი თქმით, უკრაინელებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და უკრაინისთვის ახალი იარაღი მოითხოვეს:

"ოსტინი ძალიან შეწუხებული იყო და თქვა, რომ მისი გუნდი ყოველდღე მუშაობს იმისათვის, რომ მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რაც გვაქვს და ვთხოვეთ განვბლოკოთ სამხედრო დახმარების ზოგიერთი ელემენტი, კერძოდ, ეს ეხება სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S