უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოჭში მიფრინავს "როსატომის" მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად
21/11/2022 07:40:22 მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო ორშაბათს ღამით სოჭში ჩაფრინდა, რათა მონაწილეობა მიეღოს „ატომეკსპო“–ს ღონისძიებაში,– ამის შესახებ დიპლომატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"დილით მაქვს შეხვედრა სოჭში. „ატომეკსპო“– ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის კონტექსტში, ეს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ენერგიის საჭირო რაოდენობის გამომუშავება. „პაქშის“ ატომური ელექტროსადგური გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – იტყობინებოდა დიპლომატი ბუდაპეშტის აეროპორტიდან.
მანამდე მან თქვა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის რაიმე სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება, შეწყვიტოს ბირთვული ენერგიის მიწოდება.
რუსულმა სახელმწიფო კომპანია „როსატომმა“ მოიგო ტენდერი უნგრეთში ახალი რეაქტორის აშენებაზე, რომელიც სავარაუდოდ 2030 წლამდე დაიწყებს მუშაობას.
სწორედ „როსატომია“ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელზეც უნგრელმა დიპლომატმა ისაუბრა. ფორუმი 21-22 ნოემბერს გაიმართება.


