HRA – ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 58 მოზარდი მოკლეს
21/11/2022 06:06:49 მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაცია "ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტები" (HRA) აცხადებს, რომ ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 58 მოზარდი მოკლეს.
HRA–ს ცნობით, 16 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა, ირანში 18 წლამდე ასაკის 46 ბიჭი და 12 გოგონა მოკლეს.
როგორც HRA აცხადებს, დაღუპულებს შორის 8-9 წლის ასაკის ბავშვებიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.


