
ამინდის 21 – 22 ნოემბრის პროგნოზი
21/11/2022 05:29:29 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდი შენარჩუნდება.
სნოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე იქნება.
ქ. თბილისშიც თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.