ზელენსკი: "უკრაინული ძალები ლუგანსკის ოლქში ნელ-ნელა წინ მიიწევენ"
21/11/2022 05:20:19 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს.
მისი თქმით, უკრაინული ძალები ლუგანსკის ოლქში ნელ-ნელა წინ მიიწევენ.
„ლუგანსკის ოლქი - ნელ-ნელა ბრძოლებით წინ მივდივართ. სამხრეთში - თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


