მოსკოვის ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
21/11/2022 05:15:22 მსოფლიო
მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.
რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი.
ხანძრის შესაძლო მიზეზებად ელექტროგამათბობელი მოწყობილობის გაუმართაობა და ელექტროსისტემის ავარიულ რეჟიმში მუშაობა დასახელდა.


