აშშ-ში, ღამის კლუბში მომხდარ სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა
21/11/2022 05:10:05 მსოფლიო
შეიარაღებულმა მამაკაცმა აშშ-ის კოლორადოს შტატში, ღამის გეი კლუბში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
BBC-ს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება განიხილავს, იყო თუ არა ეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული და მონაწილეობდა თუ არა მასში ერთზე მეტი პირი.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელებმა არ უნდა დაუშვან და აიტანონ სიძულვილი.


