Accentnews.ge
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს

21/11/2022 05:05:50 მსოფლიო

"ღია საზოგადოების რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი იმარჯვებს. მას ხმა 82%–ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

ამომრჩეველთა აქტივობა 68% იყო.

წინასწარი ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ, 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.

ყაზახეთში 10 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 68 საარჩევნო უბანი კი 53 ქვეყანაში.

ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო შვიდი წლით დაიკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S