Accentnews.ge
გერმანია პოლონეთს Patriot-ს ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას სთავაზობს

გერმანია პოლონეთს Patriot-ს ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას სთავაზობს

21/11/2022 05:04:00 მსოფლიო

გერმანია პოლონეთს Patriot-ს ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას სთავაზობს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს მხარდაჭერა საჰაერო სივრცის დაცვაში - ჩვენი Eurofighters-ით და Patriot-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - განაცხადა ლამბრეხტმა.

მისი თქმით, მზად უნდა იყვნენ ნატო–ს ტერიტორიის დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რაკეტამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S