Accentnews.ge
"პუტინის მოძღვარი" "ლგბტ-პროპაგანდისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების წინააღმდეგ ილაშქრებს

"პუტინის მოძღვარი" "ლგბტ-პროპაგანდისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების წინააღმდეგ ილაშქრებს

20/11/2022 21:43:34 მსოფლიო

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის "პროპაგანდის" გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არამიზანშეწონილია, - განაცხადა "პუტინის მოძღვრად" ცნობილმა პსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს ხელმძღვანელმა ტიხონ შევკუნოვმა.

"ჩემი აზრი ასეთია. რუსეთში ჰომოსექსუალებს არ დევნიან. ზოგადად, ლგბტ-პროპაგანდა დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან არსებობს რაღაცები, რაც მიმზიდველად არ უნდა ვაქციოთ. ყველაფერი მიმზიდველი სიკეთე როდია. ამდენად, პროპაგანდა - არც პირდაპირი, არც ირიბი, არ უნდა დავუშვათ. სამწუხაროდ, რუს კანონმდებლებს ტრადიციული ფასეულობების რეგლამენტირება უწევთ, რადგან ჩვენი თანამედროვეების გულებში, მათ შორის - ტელევიზიის მეშვეობით, იმდენი არაკეთილი, დამანგრეველი გრძნობა გაღვივდა, რომ ახლა აუცილებელი გახდა, მათ კანონით ვებრძოლოთ. თუმცა ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის დაკისრება საჭიროდ არ მიმაჩნია" - განაცხადა "პუტინის მოძღვარმა".

მანამდე რუსეთის საპატრიარქო ჰომოსექსუალობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის წინააღმდეგ გამოვიდა. "ვფიქრობ, არაა მართებული, ადამიანს სისხლის სამართლებრივ ჭრილში ნებისმიერი დანაშაულისთვის ვსჯიდეთ. ეკლესიის პოზიცია არ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სოდომის ცოდვისთვის ისჯებოდეს, სხვა საკითხია, რომ მან ამ ცოდვაში სხვები არ უნდა ჩაითრიოს", — განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლეგოიდამ.

ცნობისთვის: რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუსეთში "ლგბტ-პროპაგანდის" სრულად აკრძალვის შესახებ, რომელიც მოქალაქეთათვის ჯარიმის დაკისრებას მოიცავდა. მეორე მოსმენით განხილვისთვის კი მომზადებულია შესწორებები, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S